კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამშაბათს იწყება თავდავიწყება - ხვიჩა უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს

ნახვები: 516 სამშაბათს იწყება თავდავიწყება - ხვიჩა უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს
"ნაპოლის" 1990 წლის შემდეგ არ მოუგია სკუდეტო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში შეუჩერებელი იყო, იტალიის პირველობაზე 8-ქულით გაიჭრა წინ, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს გუნდზე მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა.

 

ბოლო ორ სპარინგში "ნაპოლი" თავის თავს არ ჰგავდა, ფეხბურთელები უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ, სადღაც დაიკარგა მათი აგრესიულობა, თუმცა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მან ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილი პროფესიონალი უწოდა, ვინაიდან ტრავმის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს. ქართველს, ალბათ, სანაკრებო
პაუზამ სულზე მიუსწრო, რადგან სამის გარდა სერია A-ს კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევდა და ძნელი სათქმელია, გახურებული სეზონისას რამდენ ხანში მოახერხებდა ძველი კონდიციების დაბრუნებას.

areanapoli წერს, რომ სპალეტის გეგმა აქვს კვარაცხელიასა და ამირ რაჰმანთან დაკავშირებით, რათა 4 დეკემბერს "ინტერთან" შეხვედრისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. უკვე ბრუნდებიან გუნდში ის ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა და იმედია, მალე ნეაპოლური გუნდი და რაც მთავარია ხვიჩა კვლავ გაგვახარებენ. გუშინ გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მიერ თეატრ პოზილიპოში მოწყობილ სადილზე (ხარჯები კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაფარა) მათ ერთმანეთს ბედნიერი შობა უსურვეს და სამშაბათამდე დასვენების საშუალება მიეცათ.რადიო Marte იტყობინება, რომ "კვარა" თავს კარგად გრძნობს და სამწვრთნელო შტაბის აზრით, უბრალოდ თავისი ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს, ამისათვის 27 დეკემბრიდან უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგება, განტვირთვაზე და სიმარდეზე, რამაც მეტოქეებთან ის უპირატესობა კვლავ უნდა მიანიჭოს, რაც ადრე ჰქონდა და რაც უკანასკნელ ხანს ხანდახან აკლდა.

"ნაპოლი" აგრეთვე ერთ შეხვედრასს თავის პრიმავერას გუნდთან ჩაატარებს, რათა კატარიდან დაბრუნებულებმა და ტრავმამორჩენილმა რაჰმანიმ სათამაშო რიტმი იგრძნონ. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის გადამწყვეტი სამზადისი იწყება.
 
sportall.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა