პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რომის პაპი - დაე უფალმა გაანათოს მათი გონება, ვისაც ძალუძს იარაღის ქუხილის ჩახშობა და დაუყონებლივ ბოლო მოეღოს ამ უაზრო ომს

ნახვები: 592 რომის პაპი - დაე უფალმა გაანათოს მათი გონება, ვისაც ძალუძს იარაღის ქუხილის ჩახშობა და დაუყონებლივ ბოლო მოეღოს ამ უაზრო ომს

ყოველწლიურ საშობაო მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ ყველას ვისაც შეუძლია, უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, Urbi et Orbi-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო.

როგორც მედია წერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის 10 წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის ომმა დაიკავა, თუმცა პაპმა ასევე ახსენა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაში, მიანმარში, ავღანეთში, ეთიოპიაში, ირანში, ჰაიტიში, ისევე როგორც, აფრიკის საჰელის რეგიონში არსებული კონფლიქტები, არეულობები და ჰუმანიტარული კრიზისები. პონტიფიკოსის თქმით, მსოფლიო "მშვიდობის შიმშილს" განიცდის.

"დაე უფალმა გაანათოს მათი გონება, ვისაც ძალუძს იარაღის ქუხილის ჩახშობა დადაუყონებლივ ბოლო მოეღოს ამ უაზრო ომს", - განაცხადა რომის პაპმა.

მანამდე, რომის პაპმა, წმ. პეტრეს ბაზილიკაში ღამით, საშობაო მესა აღავლინა. ქადაგებისას კი მორწმუნეებს მოუწოდა, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ ღარიბების მიმართ და ცხოვრებაში წვრილმანები დააფასონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა