კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა

ნახვები: 692 პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს მიმდინარე ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში ჟურნალისტების საპასუხოდ განმარტეს, პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაეთმო, რაც დარღვევაა.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა