კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედიის ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთით, ნატო-ს ჯარების პატრულირების ზონაში სროლა იყო, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ნახვები: 634 მედიის ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთით, ნატო-ს ჯარების პატრულირების ზონაში სროლა იყო, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

კოსოვოს ჩრდილოეთით, ნატო-ს ჯარების პატრულირების ზონაში სროლა იყო. დასავლური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე სერბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადის დემონტაჟი სცადა, ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა ქვეყნის არმიის მეთაური კოსოვოსთან გამყოფ ხაზზე გაგზავნა.

როგორც მედია წერს, ჩრდილოეთ კოსოვოში მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად ნატო-მ 3 700-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. სერბეთსა და კოსოვოს ადმინისტრაციას შორის ბოლო დაძაბულობა კოსოვოში სერბული საავტომობილო ნომრების აკრძალვით არის გამოწვეული. აკრძალვასთან დაკავშირებით ადგილობრივი მერები, მოსამართლეები და პოლიციელები, ასობით ადამიანი, რომლებიც ეთნიკური სერბები არიან, პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა