კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში ინციდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ხაბეიშვილი დრამატიზების შემოტანას ცდილობს

ნახვები: 530 ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში ინციდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ხაბეიშვილი დრამატიზების შემოტანას ცდილობს

ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ზარქუა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ  სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე აქტივისტის დაკავებას აპირებენ.

ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილი საკითხის დრამატიზებას ახდენს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ცდილობს, დრამატიზება შემოიტანოს. როცა სახელმწიფოს მანქანას წინ გადაუდგები და გადაადგილებაში ხელს შეუშლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას ეკუთვნი, ბუნებრივია, კანონმდებლობა შესაბამის რეაგირებას ითვალისწინებს. სასამართლოს ეზოში მომხდარ ამბავზე სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები 2023 წელს სახლში შეხვდებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა