კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება - უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, ჩამოართვან რუსეთს მუდმივი წევრის სტატუსი და გარიცხონ გაერო-დან

ნახვები: 565 დმიტრო კულება - უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, ჩამოართვან რუსეთს მუდმივი წევრის სტატუსი და გარიცხონ გაერო-დან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურია.

კულებას თქმით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოში ამ ადგილის ოკუპირება მოახდინა, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამაზე თვალი დახუჭა.

„უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, განაახლონ გაერო-ს წესდების გამოყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაერო-დან“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს არასდროს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფციას“.

გაერო-ში რუსეთის უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლით და მისი დამპყრობლური და ნეოიმპერიალური ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობით“,- აცხადებს კულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა