თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხათუნა სამნიძე - საპატრიარქო თვლის, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს, იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას

ნახვები: 585 ხათუნა სამნიძე - საპატრიარქო თვლის, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს, იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას

საპატრიარქო თვლის, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს, იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მეუფე შიოს განცხადებაზე, რომელმაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის საკანონდებლო ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა.

ხათუნა სამნიძის შეფასებით, საპატრიარქო ძალადობს მოქალაქეებზე და ახლა სურს, მისი ძალადობა კანონდებლობით იყოს დაცული.

„რაც არ უნდა უნდოდეს საპატრიარქოს, ამას ვერ გაბედავს „ქართული ოცნება". საპატრიარქო დღეს არის მოძალადე, ის ძალადობს ჟურნალისტებზე, თავისუფალ მოქალაქეებზე და ახლა სურს, იძალადოს ხელისუფლებაზეც, რომელიც როგორც წესი მას ემორჩილება და შეცვალოს კანონმდებლობა, კიდევ უფრო დაგვაშოროს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ის ამას ვერ შეძლებს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არიან მარტო ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ამ პროცესს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არ დაუშვებენ, რომ ქვეყანამ გადადგას ასეთი დიდი ნაბიჯი უკან. საპატრიარქოს თუ უნდა რომ მისი ძალადობა კანონმდებლობით იყოს დაცული, ამას ის ვერ მიაღწევს.

საპატრიარქო თავისი განცხადებებით, ძალადობით, მოწოდებებით, ორგანიზებით რასაც აკეთებს, ებრძვის ადამიანის უფლებების თანასწორობას, პროგრესს ამ ქვეყანაში და ახლა ასეთი ტიპის სურვილით უნდა, რომ საკუთარი ძალადობა დაიცვას, მეორე მხრივ, ქვეყანა კიდევ უფრო დააშოროს ევროპულ სტანდარტს. ის ამას აკეთებს რუსეთის დავალებით, რუსეთის ხელშეწყობით, რუსეთის გავლენით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მარტო, მთელი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროპა და ამერიკა ამ პროცესში არიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით, იმ მოქალაქეების გვერდით, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება ამ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ხარჯის გადახდამ საპატრიარქოსთვის, აკანკალებული ხმით თავდახრილმა საუბარმა, რასაც ვხედავთ ხოლმე ხელისუფლებების მხრიდან, მიგვიყვანა იქამდე, რომ საპატრიარქო თვლის, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს და მერე ახსნას ეს რაღაც გაუგებარი არგუმენტებით. იმასაც კი ბედავს, რომ ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას - ნებისმიერი კრიტიკა აღქმული იქნება თურმე მათ შეურაცხყოფად და ეს იქნება დასჯილი კანონით, ამას ცდილობს საპატრიარქო.

შეუძლებელია ის ამას ბედავდეს, რომ არ ხედავდეს მმართველი ძალის მხრიდან ხელშეწყობას. ყველა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება" საპატრიარქოს ავტორიტეტს იყენებს, რის სანაცვლოდაც საპატრიარქო ყველა ჯერზე ჩაერევა პოლიტიკაში და მოითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ამ ქვეყანას დააშორებს ევროპულ ფასეულობებს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა