Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination
Trilateral talks could be held in early November following Witkoff–Putin meeting, Zelensky says

რატი იონათამიშვილი - ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე

ნახვები: 541 რატი იონათამიშვილი - ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე

ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივას.

როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზე რაიმეთი გამორჩეულია, ეს არის ის, რომ მასშტაბური დამნაშავეა, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში".

„კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ.

"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს ფეიგინი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა, ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა