კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათელაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ- სარეკლამო უფლების, კომისიის წევრების წართმევაზე ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს

ნახვები: 498 ნათელაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ- სარეკლამო უფლების, კომისიის წევრების წართმევაზე ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს

სარეკლამო უფლებისა და კომისიის წევრების წართმევაზე, სამწუხაროდ, ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს. მათ შემდეგში დავასახელებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ასაკრძალად ხელისუფლებამ სამჯერ მოაწყო კენჭისყრა.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ასაკრძალად ხელისუფლებამ სამჯერ მოაწყო კენჭისყრა. ერთხელ წაგვართვეს სარეკლამო უფლება კანონით, მეორედ – საარჩევნო კომისიის წევრები, დაფინანსება და მესამედ გამრიცხეს მე. ამ სარეკლამო უფლებისა და კომისიის წევრების წართმევაზე, სამწუხაროდ, ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ ზოგიერთ სხვა ოპოზიციონერს. მათ შემდეგში დავასახელებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, „გირჩი“ იყო ერთადერთი, რომელმაც შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვა დაგმო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა