კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - ოპოზიციას აღარ სურს დეოლიგარქიზაციის კანონი, მაშინ როდესაც ამის მიღებას ევროპელ კოლეგებს თავად უჩურჩულებდნენ

ნახვები: 546 თეა წულუკიანი - ოპოზიციას აღარ სურს დეოლიგარქიზაციის კანონი, მაშინ როდესაც ამის მიღებას ევროპელ კოლეგებს თავად უჩურჩულებდნენ

სახალხო დამცველის არჩევის ისეთი პროცედურა გამოიგონა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც არცერთ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასაც კი არ აქვს. ამიტომ არ მესმის, რის შეუსრულებლობაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ევროკავშირის პუნქტებზე საუბრისას წულუკიანმა ასევე კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებაც და განაცხადა, რომ ოპოზიციას კანონის მიღება არ სურს.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვნახეთ, რომ თვითონ ოპოზიციას აღარ სურს ამ კანონის მიღება, მაშინ როდესაც თავად ოპოზიცია უჩურჩულებდა ევროპელ კოლეგებს, ეს კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული. რა თქმა უნდა, მათ მთავარ მიზნად ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათ ამოღებული. როცა მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ოლიგარქი ვერ არის და შეიძლებოდა, პირიქით მოტრიალებოდათ ეს კანონი, მათი მხრიდან ამ კანონის მიღების მიმართ წინააღმდეგობა ვიხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა