თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მემუქრებიან, კარიერით თუ არ ვიცი რა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მიკითხავენ მორალს

ნახვები: 607 სალომე ზურაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მემუქრებიან, კარიერით თუ არ ვიცი რა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მიკითხავენ მორალს

ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ არ ვიცი რა ფორმით, თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკვე გამოიკვეთა და ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში ძალებს შორის, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან.

„ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ამასთანავე განმარტა, რომ დღევანდელი ბრიფინგი დაუგეგმავი იყო, იმდენად რამდენადაც დღეს არაფერს აპირებდა. ამასთან მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან გავიდა იმის, გამო რომ ბევრ მათგანთან ბრძოლის საერთო წარსული აკავშირებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა