Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი ქადაგიშვილი - თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო

ნახვები: 570 ირაკლი ქადაგიშვილი - თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო

თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო - ის, რომ ვიღაცა ოდესღაც სადღაც მუშაობდა ან ოდესღაც რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის მომხრე იყო, პრეზიდენტის მხრიდან ამის არგუმენტად მოყვანა, გამართლებულად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი წინააღმდეგ რეალურ ბულინგს მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და “მომაკვდინებელი ცოდვებიც კი მიაკერეს“.

“პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. თავის დროზე, პრეზიდენტიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო - ზოგი ოპოზიციაში ცოტა უფრო ადრე გადავიდა, ზოგი - უფრო გვიან, ზოგი ამ პარტიის მომხრე არასდროს არ იყო და თავიდანვე იცოდა, თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. თუკი ვინმე "ქართუში" მუშაობდა, ამის წამოყვედრება მეორე გაურკვევლობაა.

როგორც არ უნდა მოგწონდეს ის ადამიანები, ვინც ფაქტობრივად ყველაზე მეტად იყვნენ შენი მომხრე და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი უკან არ მოტრიალებულიყო და ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო, მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება კორექტული არ არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ქადაგიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია კონტექსტი.

“სააკაშვილი და მისი გარემოცვა შეწყალებას იმ გაგებით არ ითხოვს, რა გაგებითაც საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რა არის შეწყალება. საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მძიმე კამპანიას აწარმოებენ, რაც კი ოდესმე ვინმეს უწარმოებია. ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო წამლავს და აწამებს ადამიანს. დღევანდელ სამყაროში ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ და რამენაირად სააკაშვილი გამოიხსნან, ასეთ დაუსაბუთებელ ტყუილზე აგებულ ბრალდებას არ ერიდებიან. პრეზიდენტმა ეს კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს და გაითვალისწინოს ისიც, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა საქმეებზე გამოძიება და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა