კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი ბრეგაძე - გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ღირსეულ თანამშრომლებს

ნახვები: 517 რატი ბრეგაძე - გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ღირსეულ თანამშრომლებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, „რაც ყოვლად დაუშვებელია“. ამის შესახებ რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ.

„ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება.

ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას, ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფვის.

ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო.

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა