პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

ნახვები: 548 იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა.

მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

„ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. მისივე თქმით, მაშინ შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას.

რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის უკრაინას.

„პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა