კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკატერინე ტიკარაძე - უახლოეს მომავალში კომისია შეიკრიბება, რომელიც ბავშვების ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს

ნახვები: 326 ეკატერინე ტიკარაძე - უახლოეს მომავალში კომისია შეიკრიბება, რომელიც ბავშვების ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს

ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ზოგადად, ვაქცინაციის კალენდართან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ სამ ბავშვთან დაკავშირებით, რომელთაგან - ერთის შემთხვევაში, არის "დელტას" შტამი, მეორეს შემთხვევაში - „ბრიტანული" შტამი, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა.

"ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აკონტროლებს კლინიკების მზაობას. სწორედ, აქედან გამომდინარე ციციშვილის კლინიკა არის განსაზღვრული, როგორც მიმღები დაწესებულება. ამ ეტაპისთვის როგორც არის საზოგადოებისთვის ცნობილი, სამი მოზარდია ციციშვილის კლინიკაში და ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ერთის შემთხვევაში არის "დელტას" შტამი, მეორე შემთხვევაში -„ბრიტანული", ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა და ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რომელი კორონავირუსის სახეობით არის ბავშვი ინფიცირებული. ექიმები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცდელობა იქნება შედეგიანი და ძალიან მალე ეს ბავშვები გამოჯანმრთელდებიან. ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილებიდან არის ცნობილი, რომ "დელტას" შტამი ახალგაზრდებში საკმაოდ ინტენსიურად ვრცელდება.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ზოგადად, ვაქცინაციის კალენდართან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა