კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„კუჭავას პირით კობახიძე საუბრობს“ - დავით ჭიჭინაძე

ნახვები: 341 „კუჭავას პირით კობახიძე საუბრობს“ - დავით ჭიჭინაძე

„ან უწყებრივი შეუთანხმებლობაა და გომელაურს „გაუჩალიჩეს" ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური იტყუება", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, „გაჩალიჩება" სახეზეა.

„ოცნების" ახალმა, „ნათელმა" სახემ, კუჭავამ 5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან და ვინც კუჭავას იცნობს, ყველამ გადასარევად იცის, რომ მისი პირით კობახიძე საუბრობს...

ტყუილიც სახეზეა: არ იცოდნენ კი არა, 5-6 ივლისის მოვლენები „ოცნების", უფრო კონკრეტულად, სუს-ის დაგეგმილია. მოძალადე, აგრესიულ ჯგუფებს კი ადგილზე სუს-ის თანამშრომლები პირადად უწევდნენ კოორდინაციას, ანუ ეს იყო სერიოზულად ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად.

თუ შს მინისტრი არ იტყუება, მაშინ საერთოდ უარესი, რადგან ასე აღიარებს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ იქნება მრავალლოკაციანი პროტესტი, სახელმწიფო აღარ იარსებებს, უბრალოდ, ჩამოიშლება...

მოკლედ, ფინალში გამოდის, რომ იტყუება „ოცნების" ყველა პირველი პირი!

სია იწერება და იმიტომ. თანამდებობები და კვოტები პარტიაში კი ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ ქვეყანა, ხალხი, საერთოდ, ვის აინტერესებს და რას შვება ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილი? ტკბილად, კომფორტულად ჩახუტებულები „აპრავებენ" ყველა იმ უკანონობას, რასაც „ქართული ოცნება" ყოველდღიურად სჩადის," - აცხადებს ჭიჭინაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა