კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა - ფასებმა კვლავ მოიმატა

ნახვები: 404 დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა - ფასებმა კვლავ მოიმატა

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც, საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 27.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 17.5 – პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტით; თევზეულზე ფასებმა 13.4 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ზეთი და ცხიმი – 6.8 პროცენტით.

„საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8-პროცენტიანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (37.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (11.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3-პროცენტიანი მატება, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა