პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს

ნახვები: 576 იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრების ნაწილს სურს, ალიანსის წესდებით, თავდაცვის ხარჯებისთვის განსაზღვრული ცალკეული წევრების მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მინიმალური მოთხოვნა გახდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვექნება მინისტრების შეხვედრები, მოლაპარაკებები სხვადასხვა დედაქალაქებში. ჩვენი მიზანია, შეთანხმებას შემდეგ სამიტამდე მივაღწიოთ, რომელიც ვილნიუსში 11 და 12 ივლისს უნდა გაიმართოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს სამხედრო ხარჯების გაზრდას. ამასთან, გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიეტუვა და დიდი ბრიტანეთი. ამ იდეის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ გერმანიას, კანადასა და ბელგიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა