კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს

ნახვები: 524 შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს

მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედთან" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მან მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია გამოითხოვა.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს.

"განვიხილეთ მისი პროცესებზე გამოცხადების საკითხი. მას სურვილი აქვს, რომ ყველა პროცესს დაესწროს. ასევე მთხოვა, რომ დავაყენო შუამდგომლობა, ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსი აღარაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვეთ, იმედია ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასასამართლო განწყობა გვაქვს, რომ ყოველდღიურად მოხდეს [განხილვა] და დილიდან გვიანობამდე გაიმართოს სასამართლო პროცესები," - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა