პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ

ნახვები: 735 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ფრონტზე არსებული ვითარება და უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯები განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება წარადგინა. კირილ ბუდანოვმა უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯებზე ისაუბრა ", - განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს უკრაინის არმიის ტექნიკითა და საბრძოლო მასალით მომარაგების საკითხი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა