კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ და ლოკაციებზე ჩხუბობენ

ნახვები: 650 თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ და ლოკაციებზე ჩხუბობენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ და ლოკაციებზე ჩხუბობენ, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩეგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის განცხადებებს ეხმურება.

„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ – ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე, მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან – არა, ლოკაციებზე. ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი, ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშილი.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან ხვალ, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან“.

პარტიაში კი განმარტეს, რომ, რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართება, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა ორი, არამედ რვა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების თანახმად, რვა ლოკაციიდან სამის – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეთ და, სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა