Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლობჟანიძის პირველი გოლი თურქეთის სუპერლიგაში - „ჰატაისპორმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა

ნახვები: 531 ლობჟანიძის პირველი გოლი თურქეთის სუპერლიგაში - „ჰატაისპორმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ „ჰატაისპორს“ „უმრანიესპორთან“ მოგებაში ვერ დაეხმარა – 2:2.

წლევანდელი სეზონი „ჰატაისპორმა“ კარგად ვერ დაიწყო და საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მე-16 პოზიციაზე იყო. აუტსაიდერ „უმრანიესპორთან“ საბა ლობჟანიძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მხოლოდ 90-ე წუთზე შეცვალეს.

„ჰატაისპორმა“ ანგარიში მაროკოს ნაკრების შემტევის, აიუბ ელ-ქააბის გოლით 24-ე წუთზე გახსნაა. 39-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 53-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ელ-ქააბის პასით გუნდი ისევ დააწინაურა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, „უმრანიესპორმა“ 67-ე წუთზე ანგარიში მეორედ გაათანაბრა და ქულის გადარჩენა მოახერხა – 2:2.

„ჰატაისპორს“ 16 ქულა დაუგროვდა და თურქეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა