პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ნახვები: 574 ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, სააკაშვილის გადასარჩენად მოსახლეობის მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანანა ჯებაშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, ბოლო მოვლენებმა ყველას აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ გვეყოფა პრეზიდენტების მოკვლა. ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას ევროპის ოჯახში დაიკავოს ადგილი. ბოლო მოვლენებმა ყველას დაანახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მიშა, ჩემი ძმა, ჩვენი ძმა. მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ამაზე დაიდო კონსილიუმების დასკვნაც. დღევანდელმა დღემ უნდა აჩვენოს მსოფლიოს საით მივდივართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჰუმანური ხალხი ვართ, კაცთმოყვარე, ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის, ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა