კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა

ნახვები: 604 ირაკლი კობახიძე - ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია, - ამ სიტყვებით მიულოცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 90 წლის იუბილე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქმა თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ქართველ ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა.

მისივე თქმით, პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის და ურწმუნობაზე რწმენისა გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ 90 წლის იუბილეს!

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი, არამედ მან თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა. ამ ეპოქას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასდევდა პატრიარქის გასაოცარი სიბრძნე, რომელიც იყო ღმერთის გამორჩეული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საჩუქარს თითოეული ჩვენგანისგან განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება.

გასული ათწლეულების განმავლობაში, ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა. პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის გამარჯვების, ურწმუნობაზე რწმენის გამარჯვებისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის.

პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დიდხანს მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა