პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გვაშფოთებს, რომ რუსები შეეცდებიან ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ

ნახვები: 531 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გვაშფოთებს, რომ რუსები შეეცდებიან ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 6-7 იანვარს ცეცხლის 36-საათიანი შეწყვეტის შესახებ გაცემული განკარგულება ცინიკურია.

„არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა ”ცინიკური“. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა