კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ დაუშვილი - „ოცნებამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვები არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს

ნახვები: 557 მიხეილ დაუშვილი - „ოცნებამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვები არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს

„ოცნებამ“ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს - პარტნიორებისთვის „ოცნების“ სიტყვებს ფასი არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

„ოცნებამ“ თავისი არასწორი მოქმედებებით მოახერხა, რომ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს. სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს, მაგრამ ისე, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამას როგორ მოახერხებენ, ეს მათი ვალდებულებაა. ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობაა, ამიტომ მათი ვალდებულებაა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი არ მიაყენონ, კითხვები არ გააჩინონ. „ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ პარტნიორებისთვის მათ სიტყვებს ფასი არ გააჩნია, ამიტომაც არის რომ უფრო მეტ ბრალდებას და კითხვას ვისმენთ პარტნიორებისგან. „ოცნებამ“ რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ლობისტების მუშაობის შედეგია, მთავარი პრობლემაა ის, რომ პარტნიორები სხვის სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების,“ - განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილსაც და აღნიშნა, რომ „როცა საპატრიარქოსგან რაიმეს ვისმენთ, ან ვკითხულობთ, მთავარი მოლოდინი რაც გვაქვს, ეს არის ჰუმანურობა“. კითხვაზე, იკითხებოდა თუ არა ჰუმანურობა წერილში, დაუშვილი პასუხობს, რომ მის შინაარსში და განმარტებებში შესვლა შეგნებულად არ სურს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა