კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის წერილზე - მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“

ნახვები: 822 მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის წერილზე - მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“

მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა. მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“ - ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, სადაც ის მისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილზე საუბრობს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბოლო წლის განმავლობაში ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.

ყველას გილოცავთ შობას“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა