კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე

ნახვები: 544 გიორგი ვაშაძე - მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე

მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი მეგობრები და პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ რეაგირებდნენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებზე, რაც ვაშაძის თქმით, ახლა შეიცვალა.

„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან. მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია „ქოცმთავრობასთან“ დასავლეთის დამოკიდებულების. უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას დიდხანს ვერ ახდენდნენ „ქოცმთავრობის“ ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე - ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთისა და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ! თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა! ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა