პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რატომ ეზღუდებათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება-რა განმრტებას აკეთე ირაკლი ქადაგიშვილი?

ნახვები: 447 რატომ ეზღუდებათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება-რა განმრტებას აკეთე ირაკლი ქადაგიშვილი?

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაცია მუდმივად მიდის, თან ყველაზე უფრო მძიმე სპეკულაციური განცხადებები კეთდება, რომ მას მეთოდურად წამლავენ - ამიტომ მსჯავრდებულის მიმართ მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნას გამოჩენილი, რათა რაიმე საფრთხე, თუნდაც ამ მიმართულებით მას არ შეექმნას! - ასე ხსნის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას, არ მისცეს დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლისა და მისი მონახულების ნებართვა.

ქადაგიშვილის თქმით, თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოა.

“უნდა გავითვალისწინოთ, რას გულისხმობს კანონი, როდესაც საუბარია დეპუტატის მიერ პატიმრობაში მყოფი ადამიანის მონახულებაზე. დეპუტატის პატიმართან ვიზიტი მხოლოდ და მხოლოდ იმის დადგენას უნდა ემსახურებოდეს, არის თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში და ხომ არ განიცდის რაიმე ისეთ მოპყრობას, რაც “პატიმრობის კოდექსით“ მიუღებელია. ამ მაღალი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიხეილ სააკაშვილი 2000-მდე ადამიანმა მოინახულა. ამდენი მომნახულებელი ჯანმრთელ ადამიანს არა ჰყავს, გარეთ ქუჩაში რომ გამოდის. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხი დღეს, პირველ რიგში, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სპეკულაციების შეზღუდვა. სწორედ აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო. სხვა მხრივ, კანონით განსაზღვრულ პირებს, ვისაც ნებართვა არ სჭირდებათ და მსჯავრდებულის მონახულება შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ეს უფლება ექნებათ. ესენი არიან სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ადვოკატები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ მას გიული ალასანიას აღშფოთების ესმის, მაგრამ როგორც დედას ურჩევს, „შვილის მიმართ მეტი შეგონება იყოს, რათა მკურნალობისა და კვების რეჟიმს დაემორჩილოს, რასაც მიხეილ სააკაშვილს ექიმები უნიშნავენ“.

„ასეთ შემთხვევაში მისი შვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული. სახელმწიფო მისი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს არის სახელმწიფო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა