Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ნახვები: 1058 ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ბელგიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა”,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა