კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართველების „სლოვანი“ დააჯილდოვეს - ბრატისლაველებმა ორი პრესტიჟული პრიზი მიიღეს

ნახვები: 449 ქართველების „სლოვანი“ დააჯილდოვეს - ბრატისლაველებმა ორი პრესტიჟული პრიზი მიიღეს

ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც სამი ქართველი (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) თამაშობს, სლოვაკეთში ორი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა წარმატებით დაასრულა 2022 წელი. ყველაზე წარმატებულმა სლოვაკურმა საფეხბურთო კლუბმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ევროპის კონფერენსლიგის ჯგუფში გავიდა, გაზაფხულზე კი ტურნირის 1/8-ფინალში ითამაშებს.

„სლოვანმა“ პრესტიჟული ჯილდოები მიიღო – პირველი გამოკითხვა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩატარდა, რომლის შედეგადაც სათამაშოს სახეობებში საუკეთესოდ ვაისის გაწვრთნილები აღიარეს. ჯილდო კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა მიიღო.

ამას გარდა, სლოვაკეთში ჩატარებულ გამოკითხვაში „სლოვანმა“ გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა, წინ მხოლოდ სლოვაკეთის ჰოკეის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა.

„სლოვანი“ კონფერენსლიგის 1/8-ფინალში მეტოქეს 1/16-ფინალური მატჩების შემდეგ, უეფაში 24 თებერვალს დაგეგმილ წილისყრაზე შეიტყობს. სლოვაკური გუნდის პოტენციური მეტოქეები „ლაციო“, „ფიორენტინა“, ბელგრადის „პარტიზანი“, „ანდერლეხტი“ და „ტრაბზონსპორი“ არიან. პირველ მატჩს სლოვაკები 9 მარტს, საპასუხოს კი 16 მარტს გამართავენ.

1TV.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა