კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზახაროვამ, ზელენსკის გადაწყვეტილებას, 13 მღვდლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სატანიზმი უწოდა

ნახვები: 427 ზახაროვამ, ზელენსკის გადაწყვეტილებას, 13 მღვდლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სატანიზმი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სატანიზმი უწოდა.

"და ეს არის მართლმადიდებლური შობა! სატანიზმი, როგორც ასეთი“, - დაწერა მან ტელეგრამზე.

უკრაინული გამოცემა Left Bank, შაბათს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდლისთვის ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლებამ გააძლიერა ქმედებები უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან SBU აწარმოებს ჩხრეკას ეკლესიებსა და ეპარქიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რამდენიმე იერარქს ბრალი წაუყენეს ღალატში, დივერსიულ საქმიანობაში და „მრევლს შორის პროპაგანდისტული თეზისების გავრცელებაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა