Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ

ნახვები: 492 რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ., ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით.

გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის კონცენტრაციის 18 რაიონზე მიიტანა იერიში, სამი დარტყმა განახორციელა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ორი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვოტროიცკის საავადმყოფოში 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 120 ოკუპანტი მიიყვანეს.

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს თავდასხმები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 8 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 63-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების – ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, ასევე ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა