კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პეტრიოტის” საჰაერო კომპლექსის ოპერირების შესწავლას უკრაინელი სამხედროები მომდევნო კვირიდან დაიწყებენ

ნახვები: 458 „პეტრიოტის” საჰაერო კომპლექსის ოპერირების შესწავლას უკრაინელი სამხედროები მომდევნო კვირიდან დაიწყებენ

პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის” საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოპერირების შესწავლას მომდევნო კვირიდან აშშ-ში დაიწყებენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სწავლებას ოკლაჰომაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, „ფორტ სილში” გაივლიან.

„ფორტ სილი” აშშ-ის სახმელეთო ძალების ერთ-ერთ სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ამ ეტაპზე „პეტრიოტის” ოპერირებას 100-მდე უკრაინელი სამხედრო შეისწავლის. წვრთნები რამდენიმე თვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „პეტრიოტის” ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ „პეტრიოტის” კიდევ ერთი ბატარეის კიევისთვის გადაცემის დაპირება გერმანიამაც გასცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა