პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შალვა ხაჭაპურიძე - დასახელდა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება არის სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ხოლო რამდენიმე გადავადების საფუძველი

ნახვები: 591 შალვა ხაჭაპურიძე - დასახელდა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება არის სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ხოლო რამდენიმე გადავადების საფუძველი

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტის მიერ დასახელებული იქნა დიაგნოზები, რომელთა ნაწილიც გათავისუფლების, ხოლო ნაწილი 283 მუხლის გადავადების საფუძველია.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. დასახელებულ იქნა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება, რომელიც ჯამში ერთად იყრის თავს, არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. ხოლო რამდენიმე ჩამონათვალი დიაგნოზი არის 283 მუხლის გადავადების საფუძველი.

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს 2021 წელს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, კი არ შიმშილობდა იტყუებოდა სინამდვილეში. სად იყო თუნდაც კითხვაც დასმული ამ საკითხზე მოწინააღმდეგე მხრიდან, ხმაც კი ვერ ამოიღეს, პროპაგანდისტების მიერ შექმნილი მითი დღეს დაინგრა, თავიანთი ხელით დაანგრიეს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის კითხვების 99% მოხსნა, რადგან ისინი მომზადებულები არ იყვნენ.

„არ შეძლება ადამიანი სასამართლო პროცესზე გამოუშვა ისე, რომ არ მოამზადო, როდესაც სამედიცინო სამართალს ეხება საქმე. აქ ხომ არ არის ხულიგნობა, ყაჩაღობა და ა.შ. იმდენად არაკვალიფიციური კითხვები ისმებოდა, რომ მოსამართლემ 99% მოხსნა მათ მიერ დასმული კითხვების. ამით ყველაფერია ნათქვამი. არცერთი ჩვენი კითხვა არ მოუხსნია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა