კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის მეტრო 57 წლისაა - საინტერესო ფაქტები დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტის შესახებ

ნახვები: 573 თბილისის მეტრო 57 წლისაა - საინტერესო ფაქტები დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტის შესახებ

თბილისის მეტრო 57 წლისაა. ის ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. ის მეტ­როს მე­ო­თხე სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და კი­ე­ვის შემ­დეგ), რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში და­ი­წყო.

თბილისის მეტრო ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს თბილისის მეტროს შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის:

 
  • პირველ ხაზზე, რომელიც „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.
  • ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია. ყოველდღიურად პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე მომუშავე კი 311 კილომეტრს გადიან.
  • თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს. რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბებს, ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.
  • ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
  • მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.
  • დაბოლოს, თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

bpn.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა