Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ, სანქციების დაწესების საშიშროება არ არსებობს

ნახვები: 423 ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ, სანქციების დაწესების საშიშროება არ არსებობს

ყველა რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იყო გაცემული, ჩვენ მიერ დროშია შესრულებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიშელის დოკუმენტის მიხედვით შეასრულეს პირობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დროებით შეაჩერეს, რათა ნომინირების საშუალება სხვებაც ჰქონოდათ.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი, რომ დროებით შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, გულისხმობდა, რომ კანდიდატებს დამატებით მისცემოდათ საშუალება, მათი ნომინირება ყოფილიყო. ეს პირობა შევასრულეთ, შევაჩერეთ პროცედურა და საშუალება მივეცით, ნომინირების საშუალება სხვებაც ჰქონოდათ. ზოგადი ნათქვამის გარდა, გვაინტერესებს, კონკრეტულად რომელ კანონში რა ცვლილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ პროცესის სანდოობას გაზრდის, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ და ეს რეფორმა მომავალ წელს, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დასრულდეს. საუბარია ფინანსურ ნაწილში შესაძლო 75 მილიონ ტრანშზე, სესხზე. ამ პროცესში ვთანამშრომლობთ, ახსნა-განმარტების რეჟიმი გვაქვს პარტნიორებთან და მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. არანაირი რეალური საშიშროება სანქციების არ არსებობს. მესმის, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან რეპორტები მიდის, მაგრამ არსებობს ჩვენი ოფიციალური პოზიციები, რის შემდეგაც საბოლოო ჯამში ხდება გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა