კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი იგეგმება

ნახვები: 364 საქართველოში შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი იგეგმება

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ვიზიტი სავარუდოდ, 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი მიაწვდის სრულ ინფორმაციას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის ფაქტებზე აქვს.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.

5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა