კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან კობიაშვილი - ვისურვებდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია

ნახვები: 529 ლევან კობიაშვილი - ვისურვებდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება. ამის შესახებ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალი პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ისურვებდა სხვა კანდიდატების არსებობას, თუმცა ეს კითხვა უნდა დასვან სხვაგან და არა მასთან.

„როგორც გახსოვთ, 4 წლის წინაც ზუსტად მსგავსი ვითარება იყო, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ვისურვებდი, რომ სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. გამიხარდებოდა და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა კანდიდატები, თუმცა ამასთან დაკავშირებული კითხვები, ალბათ, სხვას უნდა დაუსვათ.

ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს 31 სუბიექტი, რომელიც პრეზიდენტის არჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მე წარმადგინა 29 სუბიექტმა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მინდა ყველას ამისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა - მათ შორის გულშემატკივრებს და ყველა იმ პირს, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა