კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"უცბად, ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო..." - ნიკოლოზ წულუკიძემ ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა

ნახვები: 658 "უცბად, ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო..." - ნიკოლოზ წულუკიძემ ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა

ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის დღეში",  ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

ის ქალაქ ნეაპოლში იმყოფებოდა და "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრო.

"ურთულესი სოციალური პრობლემების, გაჭირვების მიუხედავად, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი იშრომა, რომ ხვიჩა ასეთ დონემდე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მიენიჭებინა მთელი ერისთვის.

რა განცდა იყო - ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა, რომ ასეთი

 

უმსგავსობები წერო მის შესახებ.

ასეთი ბედნიერი დღის ("ნაპოლისა" და "იუვენტუსის" თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება... უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე, რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი... დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ... იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა