კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია, დანარჩენი გიორგი რურუას ჰკითხეთ

ნახვები: 454 ლევან ხაბეიშვილი - ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია, დანარჩენი გიორგი რურუას ჰკითხეთ

ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი რურუას განცხადება.

გიორგი რურუამ დღეს აღნიშნა, რომ  უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ასეთი განცხადების გაკეთება არ არის ნორმალური.

„არ ვიცი, თუ რაიმე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით, ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ. მე ვწუხვარ ამის გამო, ასეთი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია ნორმალურად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე, რაზეც გიორგი რურუამ განაცხადა, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩემი აზრით, ანეკდოტია, მაგრამ დანარჩენი რურუას ჰკითხეთ. მე საიდან ვიცი, გიორგისთან არ მაქვს არანაირი კომუნიკაცია“.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის რეგიონებში შეხვედრებს და ნიშნავს თუ არა ეს მის ღიად ჩართვას საარჩევნო კამპანიაში, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვა დაუსვათ თავად ვანო მერაბიშვილს. როდესაც ვსაუბრობთ რაიმე ფარულობაზე, არ ვიცი, ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს. სამივლინებოს ხომ არ გამოწერს? ან სამსახურში უნდა მივიდეს სადმე? თქვენ იცით, რომ რაიმე ოთახი აქვს და იქ უნდა გამოცხადდეს? თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ვინმემ უნდა აუკრძალოს გადაადგილება, ან სადმე თუ წავა, სამივლინებო ბარათები უნდა გამოწეროს? თუ სადმე კაბინეტი და ოთახი ვიცით მისი? არ ვიცი, დაურეკეთ და ჰკითხეთ“.

 

გიორგი რურუა მერაბიშვილზე - დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა