კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - სიმპტომოკომპლექსი მიუთითებს ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობაზე

ნახვები: 507 მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - სიმპტომოკომპლექსი მიუთითებს ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობაზე

პროცესზე მე დავაზუსტე, რომ დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით, მჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის, მძიმე მეტალებზე, ქიმიურ და რადიაქტიურ ნაერთებზე - სიმპტომოკომპლექსი მიუთითებს ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომელზეც ის მოწმის სახით იკითხებოდა.

მისივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები პროცესზე ძალიან გაღიზიანდნენ და გამოავლინეს არაკომპეტენტურობა, კითხვების დასმის პროცესში.

„მე არ გავღიზიანებულვარ, გამოკითხვის ძალიან ჩვეული რეჟიმი იყო სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება პენიტენციურ მხარეს, ისინი ძალიან გაღიზიანდნენ, დაიბნენ და შესაბამისად, საერთოდ კომპეტენციას გაცდენილ კითხვებს სვამდნენ და ინტერპრეტაციებსაც აკეთებდნენ ისეთს, რომლებიც დასკვნაში არ ეწერა.

ისინი უბრალოდ არაკომპეტენტურები არიან, არაერთგზის დადასტურდა, რომ პაციენტის მიმართ აქვთ ბულინგის განწყობა, აბულინგებენ, დისკრიმინაციული განწყობა აქვთ ადამიანის მიმართ და მათი სახე ცხადი გახდა, რომ არ არის პატიმრის ინტერესების დაცვა, რაც პენიტენციური სამსახურის ამოცანას შეადგენს. არც ჭეშმარიტების დადგენა არ არის მათი საქმე. რაც შეხება კომპეტენციის საზღვრებს, ისინი არცერთი არ არიან კომპეტენტური ამ დასკვნის მიმართულებით, არცერთ სფეროში, სამედიცინო სფეროს ვგულისხმობ და შესაბამისად, კითხვები იყო კომპეტენციას გაცდენილი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და შესაბამისად, ამ სიმძიმის გათვალისწინებით, გადავადების კრიტერიუმებში ჯდება“,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა