კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

ნახვები: 499 ენტონი ბლინკენი - აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს.

„თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, პუტინი თუ ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით და აღარ ექნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნება, ის ცდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეაქო დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ნატო დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა ისეთი იზოლირებული, როგორც დღესაა, ხოლო ნატო ისეთი ერთიანი, როგორც ის ახლა არის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა