კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენერალური პროკურორი - ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება

ნახვები: 714 უკრაინის გენერალური პროკურორი - ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აცხადებს, რომ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება.

კოსტინის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი კოსტინის თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ.

„ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება დაევალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს. საქმე ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ არის“, – აღნიშნა კოსტინმა.

შეგახსენებთ, ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა