კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა" - ნანი ბრეგვაძე

ნახვები: 672 ,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა" - ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის შესახებ უცნობ ისტორიებს იხსენებს, ბრეგვაძის თქმით, ბუბა მისთვის ოჯახის წევრის იყო. 

"ბუბას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან მართლაც საოცარი პიროვნება დავკარგეთ, რომელიც ყველას უყვარდა და უზარმაზარ პატივს სცემდა. ბუბა ჩემთვის არა უბრალოდ ახლო მეგობარი, არამედ ოჯახის წევრი და უახლოესი ადამიანი იყო. პირველ რიგში, მისი მოკრძალებული ბუნება მინდა აღვნიშნო, რადგან პოპულარობის მიუხედავად, მაინც ბოლომდე შეინარჩუნა თავმდაბლობა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, ირა ყოველთვის მის გვერდით იყო, ერთგულად ზრუნავდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს მის შემოქმედებას. ბუბამ ძალიან განიცადა ირას გარდაცვალება და ვფიქრობ, სწორედ მისი დაკარგვა ვერ გადაიტანა" - ყვება ბრეგვაძე

 

რადიო ფორტუნა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა