კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - უკრაინის კულტურის მინისტრი

ნახვები: 617 გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - უკრაინის კულტურის მინისტრი

როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს,- ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტკაჩენკომ აღნიშნული სიტყვები ქართულად წარმოთქვა.

„ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა უკრაინული სიმღერა ქართულად თარგმნა, ამიტომ მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში მებრძოლები, მაშველები, ექიმები ან არტისტები იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა“, - განაცხადა ალექსანდრე ტკაჩენკომ, რომელიც საქართველოში ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები. თავისი ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა