Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

როგორ გააკოტრა სააპელაციოს მოსამართლე ანა გოგიშვილმა თურქი ბიზნესმენი - ელისო კილაძემ დოკუმენტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა

ნახვები: 436 როგორ გააკოტრა სააპელაციოს მოსამართლე ანა გოგიშვილმა თურქი ბიზნესმენი - ელისო კილაძემ დოკუმენტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა

...

მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+"-ის დამფუძნებელმა ელისო კილაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის დოკუმენტები წარადგინა, რომლითაც მტკიცდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი თურქი ბიზნესმენის - მუსტაფა ქოჯმანის გაკოტრებაში მონაწილეობდა.

როგორც ელისო კილაძე ამბობს, „კატლეია" მოსამართლე გოგიშვილის შვილის კომპანიაა. ამავე საქმეზე სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და შუამდგომლობების ავტორიც სწორედ მოსამართლე გოგიშვილია, რომელიც კომპანიის ფაქტიური მესაკუთრე და მმართველია.

„მოვიპოვე მტკიცებულებები, ეს გახლავთ მოსამართლე ანა გოგიშვილის პირადი ტელეფონიდან გაგზავნილი შეტყობინენები. მოსამართლე პირადად მონაწილეობს ამ ბიზნეს დავის განხილვაში მანამ, სანამ მისი შვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარვუდგინე ჩემი მოპოვებული მტკიცებულებები, მოწმეების გვარებიც დასახელებულია, უნდა დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა",- ამბობს კილაძე.

შეგახსენებთ, „ქრონიკა+"-მა საქმეში მოსამართლის, ანა გოგიშვილის უშუალო ჩართულობის დამადასტურებელი სატელეფონო მიმოწერის სქრინები მოიპოვა. მიმოწერით დასტურდება, რომ მოსამართლე ანა გოგიშვილი უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ფორმალურად მისი შვილის სახელზე გაფორმებული შპს „კატალეას" წარმომადგენლებთან.

„ბერქაი ენდ ბეიაზიდის" ადვოკატის არტურ განიევის განმარტებით, კომპანიებს შორის საქმის გარჩევენში უშუალოდ შპს „კატალეას" დამფუძნებლის, ნიკოლოზ გოგიშვილის დედა, მოსამართლე ანა გოგოშვილი მონაწილეობდა.

„2021 წლის მარტში ჩვენს კომპანიას საქმის გარჩევა გვქონდა უშუალოდ ანა გოგიშვილთან მისივე კომპანიაში", - აცხადებს არტურ განიევი.

განიევი აღნიშნავს, რომ მიწერ-მოწერაში ანა გოგიშვილი პირდაპირ არჩევს ამ დავას და მის შესაძლო შედეგებს.

„ჩვენ პრეტენზია გვაქვს და ფაქტებით არის დადგენილი, რომ დედა ახდენს უშუალო ზეგავლენას სასამართლოზე და ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, რომ დედა ზუსტად ბიზნესის წარმოებაში, მოგება-ზარალის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მოდიოდა პირდაპირ ჩვენთან, აბსოლუტურად არც ერიდებოდა და ჰქონდა გახსნილი კომუნიკაცია. ესემესებში აღნიშნავდა, რომ ვარ სასამართლო პროცესზე და სასამართლო პროცესის შემდეგ შეგეხმიანებითო. ეს არის ფაქტები. იმედია, არ უარყოფს და თუ უარყოფს, უნდა დაადასტუროს", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კომპანია „ბერქაი ენდ ბეიაზიდის" მიზანმიმართულ გაკოტრებას, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი და მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი მონაწილეობენ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა კოლეგის თხოვნით კომპანია „ბერქაი ენდ ბეიაზიდის" ქონება ისე დააყადაღა, მნიშვნელოვნად გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად კომპანია გააკოტრა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა