კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება

ნახვები: 238 რომან გოცირიძე - ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება

ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა" იმწუთშივე შეუერთდება, - განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდებაზე საუბრისას, რომ ყველა მხარემ მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, შარლ მიშელის განცხადება ძალიან შემაშფოთებელი იყო, რადგან კიდევ ერთხელ ახსენა სანქციები.

„75 მილიონი ევროს გადმორიცხვა მიაბა იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული. 75 მილიონი ევრო კი არა, 75 ცენტიც რომ იყოს შეჩერებული და სანქციები დაწყებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა ნულამდე დავა. ფაქტი სახეზეა, ქვეყანას სანქციები ემუქრება, რაც ცუდია. რაც შეეხება შეთანხმებაზე ხელმოწერას, არაერთხელ გვითქვამს, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი წაახალისებს მომავალ დანაშაულს. ხელისუფლების წაქეზებით დანაშაული მეორე იქნა ჩადენილი. თუ ერთხელ ეპატიება ვინმეს ის დანაშაული, როცა ჩაიდინეს და დაასახიჩრეს ადამიანები, რა გარანტია გვაქვს, რომ დამნაშავეები, რომელთაც ჟურნალისტები დაარბიეს, მომავალში არ მოითხოვენ ამნისტიას? შეთანხმებაში არის კარგი ჩანაწერები - 43 პროცენტზე, სასამართლოზე, ოღონდ ეს სასამართლო გადაახიეს თავზე. ეს ჩანაწერები მიღწეულ იყო ბრძოლის შედეგად, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის, პარტიის ოფისის შტურმით აღებისა და მისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ.

ყოველთვის ვამბობდით, ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ იმ შემთხვევის გარდა, როცა დამნაშავეების შეწყალება ხდება ამნისტიის შედეგად. ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა" იმწუთშივე შეუერთდება", - აცხადებს გოცირიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა