კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ

ნახვები: 578 მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა მას შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა. ჰაჩინსი 42 წლის იყო.

ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა და არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

ბოლდუინის გარდა, არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალი არ წარედგინება კინორეჟისორ დევიდ სოუზას, რომლის ფილმის გადაღების დროსაც მოხდა ტრაგიკული ინციდენტი.

იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

ამასთან, თავად ბოლდუინმა განაცხადა, რომ მას რევოლვერის ჩახმახი არ გამოუკრავს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა