კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ექსპერტ-ფსიქოლოგი სააკაშვილზე: 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“

ნახვები: 765 ექსპერტ-ფსიქოლოგი სააკაშვილზე: 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“

"ემპათიას" ექსპერტ-ფსიქოლოგის ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 45-წუთიანი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია.

მე მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვნახე, დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა... გამორიცხულია სიმულაციის შესაძლებლობა. 5 სხვადასხვა მეთოდი გამოვიკვლიე, სადღაც მაინც იჩენდა თავს. მან წინასწარ რა იცოდა რას ვკითხავდი?!“- განაცხადა ლიანა ჩოხელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა